საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 03 ოქტომბერი 2024
ნიკოლოზ სამხარაძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.


ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა პანელზე, რომელიც ახალი ევროკომისიის პირობებში არსებულ შავი ზღვის უსაფრთხოების გამოწვევებს დაეთმო.


გამოსვლისას კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე ევროპის უსაფრთხოებაში, ევროკავშირის მიერ გეოპოლიტიკური ფაქტორების გამოკვეთაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ევროკავშირის და ნატო-ს გაფართოების მნიშვნელობასა და უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიაზე.


„დღეს როგორც საქართველო, ასევე მთელი ევროპა დგას არაერთი გამოწვევის წინაშე. ჩვენს რეგიონში მიმდინარე კონფლიქტები ზიანს აყენებს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობასა და განვითარებას. სწორედ ერთიანი ევროპული უსაფრთხოების გასაძლიერებლად საუკეთესო გამოსავალია როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის გაფართოება საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით. ეს მოცემულობა მოახდენს შავი ზღვის რეგიონის ერთიანი უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ მოქცევას, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ეს როგორც ევროპის, ასევე საქართველოს ინტერესებშია. ამიტომ ევროკავშირმა და ახალმა ევროკომისიამ უნდა იმოქმედოს სწორედ ამ გეოპოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით და მოამზადოს ევროკავშირი შიდა რეფორმების გზით შემდგომი გაფართოებისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ყოველწლიურ ფორუმს წარმოადგენს, რომელშიც მაღალი რანგის პოლიტიკოსები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები და მკვლევრები მონაწილეობენ.


​ისინი სხვადასხვა ფორმატში განიხილავენ გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად ახალ ხედვას აყალიბებენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R