საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძემ თურქ კოლეგასთან უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა

მედია და საზოგადოება 18 ივნისი 2025
ნიკოლოზ სამხარაძემ თურქ კოლეგასთან უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ფუატ ოქტაის შეხვდა.


განხილვის მთავარი თემა იყო უსაფრთხოების საკითხები და რეგიონის სიახლოვეს მიმდინარე კონფლიქტები, მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომი, ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტი და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები.


მხარეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის პროცესში საქართველოსა და თურქეთის მნიშვნელოვან როლს. კომიტეტების თავმჯდომარეებმა საქართველოსა და თურქეთში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.


„საინტერესო და დროული შეხვედრა მქონდა თურქ კოლეგასთან. უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, სავაჭრო ბრუნვის კიდევ უფრო მეტად გაზრდაზე და შუა დერეფნის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაზე ვისაუბრეთ. საუბარი ასევე გვქონდა ორმხრივ ურთიერთობებში დადებით დინამიკაზე, რომლის კარგი მაგალითიც არის ის მრავალი ვიზიტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის წელს უკვე შედგა და ასევე სამომავლო ვიზიტები, მათ შორის, მომავალ თვეში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თურქ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R