საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო გოგუაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრების საკითხი დააყენა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 25 ივნისი 2019
ნინო გოგუაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრების საკითხი დააყენა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა, ნინო გოგუაძემ რუსეთის დელეგაცის უფლებამოსილების საკითხი გაასაჩივრა.

საკითხის გასაჩივრებისას, საქართველოს პარლამენტის წევრმა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა, მათ შორის - რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციის და ყირიმის ანექსიის შესახებ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემატიური დარღვევის შემთხვევებზე სევასტოპოლში, ყირიმში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საკითხის შესწავლას საქართველოს დელეგაციასთან ერთად მხარი დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, პოლონეთის ესტონეთის ლიეტუვას, ლატვიის და სხვა ქვეყნების პარლამენტის წევრებმა.

საპარლამენტო ასამბლეამ გაიზიარა საქართველოს დელეგაციის წევრის წინადადება და დაიწყო საკითის შესწავლა რუსეთის მხრიდან ევროსაბჭოს ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საკითხებზე.

„ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ რუსეთის დელეგაციას მუდმივად შევახსენოთ, რომ როგორც აგრესორ და ოკუპანტ ქვეყანას ვერ ექნება საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში სრულფასოვნად მონაწილეობის შესაძლებლობა. საქართველოს ოკუპაცია, ათასობით ადამიანის დევნილობაში ცხოვრება მუდმივად იქნება ასამბლეაში განხილვის საკითხი,” - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს
10 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 51-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს
06 ივლისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესიაში მონაწილეობს

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
29 ივნისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძემ ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R