საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 30 ივნისს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება

მედია და საზოგადოება 26 ივნისი 2023
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 30 ივნისს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 30 ივნისს პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას წარუდგენს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

ბიურომ 27 - 30 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა, რომლის თანახმად მიმდინარე სასესიო კვირას განსახილველი 100-ზე მეტი საკითხია.

 

დაგეგმილია პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა. პროექტის თანახმად, ახლებურად განისაზღვრება: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის პროცედურა და კანდიდატურების წარდგენის ვადა; საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე საქართველოს გენერალური პროკურორის წინადადების საფუძვლიანობის შესწავლა-განხილვის საკითხი; საქართველოს მოქალაქის ლობისტად რეგისტრაცია; პარლამენტის მიერ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების გაუქმების პროცედურა; პარლამენტის ყოფილი წევრების პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება; საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი განცხადების და კანონპროექტის რეგისტრაცია და ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება.

 

ბიურომ მხარი დაუჭირა ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლების“ რეგისტრაციას, რომლის წევრებიც არიან - როსტომ ჩხეიძე და ნატო ჩხეიძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
06 ივნისი 2026

მაია ბითაძემ პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“- ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

მსგავსი

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა
05 ივნისი 2026

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
05 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ COSAP-ის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
05 ივნისი 2026

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა
05 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R