საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 23 მაისი 2024
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორს, მატეო მეკაჩის შეხვდნენ.


შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს და იმ მექანიზმებზე ისაუბრეს, რომელიც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უკავშირდება.


პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრის გიორგი ვაშაძის შეფასებით, ეუთო/ოდირი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს ყურადღებით დააკვირდება.


„ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რადგან არჩევნები ფაქტობრივად ავტორიტარიზმის რეჟიმის პირობებში ჩატარდება. შეხვედრაზე არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე არ გვისაუბრია და ეს უკვე შემდგომი შეფასების საგანი იქნება“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.


„საერთაშორისო ინსტიტუციების ხელმძღვანელების მხრიდან ასეთი შეხვედრების სიხშირე კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მარტო არ არის. საერთაშორისო საზოგადოება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესის მხარდამჭერია და იმ მოვლენებს, რაც საქართველოში ხდება, ძალიან სერიოზულად ადევნებენ თვალყურს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ „რუსულ კანონზე“. ცნობილია, რომ ოდირის მხრიდან ჯერ კიდევ წინა წელს იყო წარმოდგენილი დეტალური ანალიზი, რომ აღნიშნული კანონი არა მხოლოდ ევროპულ, არამედ საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შეუსაბამობაშია“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.


ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორთან შეხვედრას ესწრებოდნენ: ხატია დეკანოიძე, ჰერმან საბო, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ვაშაძე და ანა ნაცვლიშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10 ივნისი 2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
10 ივნისი 2026

ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R