საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სპორტის კომიტეტში ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მოუსმინეს

მედია და საზოგადოება 25 მარტი 2024
სპორტის კომიტეტში ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მოუსმინეს
პარლამენტის სპორტის კომიტეტში საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ 2023 წელს განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
 
„2023 წელი ქართული ხელბურთისთვის წარმატებული წელი იყო. საქართველოს ნაკრებმა პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალური საგზური და ჩვენი გუნდის წევრების გამოსვლამ დიდი სიმპათიები დაიმსახურა“, - განაცხადა ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ მეიფარიანმა სპორტის კომიტეტის სხდომაზე.
 
ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ხელბურთის ფედერაციის დევიზია „იცხოვრე ხელბურთით“ და შესაბამისად, აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სპორტის სახეობის პოპულარიზაციის და განვითარებისთვის სპეციალური პროგრამები ხორციელდება.
 
ვახტანგ მეიფარიანის განცხადებით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის „სახალისო ხელბურთის“ სემინარები და პრაქტიკული ტრენინგები ეწყობა, სასკოლო ხელბურთის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული 20 სემინარის შედეგად, 250-მდე სკოლის 400 მასწავლებელი გადამზადდა და 200 მასწავლებელს საერთაშორისო ლიცენზია მიენიჭა. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 6 ჩემპიონატი იმართება.
 
„19 წლამდე ვაჟთა ნაკრებისთვის 2023 წელი გამორჩეული წელი იყო. 2022 წლის ერთა თასის ევროპის ზონის მოგების შემდეგ, ნაკრებმა 2023 წლის მარტში კოსტა-რიკაში კონტინენტთაშორის თასზე იასპარეზა, სადაც ტაიტის, ნიგერიის და ნიკარაგუის ნაკრებებს მოუგო და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა“, - განაცხადა ვახტანგ მეიფარიანმა.
 
ფედერაციის პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევი მატჩების მნიშვნელობაზე ისაუბრა და კომიტეტის წევრები 9 მაისს, საქართველო-ავსტრიის მატჩზე დაპატიჟა.
 
ხელბურთის ფედერაციის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბრისას ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაფინანსების საკითხთან ერთად მნიშვნელოვანია, ხელბურთის განვითარებისთვის შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის და საწვრთნელი ბაზების გამოყოფა.
 
კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და გაწეული საქმიანობისთვის ფედერაციის პრეზიდენტს და მის გუნდს მადლობა გადაუხადა და სპორტის ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 2023 წლის საუკეთესო გუნდად დასახელება მიულოცა. მისივე შეფასებით, ფედერაციას თუ შესაბამისი მხარდაჭერა ექნება სპორტის ეს სახეობა კიდევ უფრო განვითარდება და არაერთი წარმატებული ხელბურთელი გაიზრდება.
 
„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან წლიდან წლამდე ფედერაციის დაფინანსება იზრდება, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი თანხის გამოყოფა მოხერხდეს, რათა შიდა ჩემპიონატები კიდევ უფრო განვითარდეს და ხელბურთის თამაში უფრო ხელმისაწვდომი გახდეს“, - აღნიშნა ირაკლი მეძმარიაშვილმა.
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საერთაშორისო შეთანხმება და რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილა
10 ივნისი 2026

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საერთაშორისო შეთანხმება და რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილა

მსგავსი

ალექსანდრე ტაბატაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
10 ივნისი 2026

ალექსანდრე ტაბატაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
10 ივნისი 2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
10 ივნისი 2026

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი მუხლობრივად განიხილა
10 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი მუხლობრივად განიხილა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R