საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

მედია და საზოგადოება 11 აპრილი 2016
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ თანამშრომლობასა და დიდი აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრეს დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მშვიდობისა და განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა და ფონდის ვიცე-სპიკერმა იუ ჰონგჯუნმა. 

როგორც ზვიად ძიძიგურმა შეხვედრის ბოლოს განაცხადა, ჩინეთის მშვიდობისა და განვითარების ფონდი, თხუთმეტზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს. დელეგაცია საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტებს სწავლობს და დაინტერესებულია აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის საკითხით.

„ჩინეთის დელეგაციების ასეთი გახშირებული ვიზიტები სწორედ ამ ეკონომიკური პროექტის ირგვლივ, პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ჩინური ტვირთები, ევროპის მიმართულებით, საქართველოს გავლით უფრო ინტენსიური გახდება. ამით საქართველო მიიღებს სერიოზულ მოგებას და მოგებას ნახავს იმითაც, რომ შესაბამისად განვითარდება ინფრასტრუქტურა“-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზვიად ძიძიგურმა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს გავლით ჩინეთი გეგმავს ევროკავშირის ხუთასმილიონიან ბაზართან ურთიერთობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პერსპექტივაა ჩვენი ქვეყნისთვის.

შეხვედრას ესწრებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ძი იანჩი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
25 ივლისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

მსგავსი

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა
23 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხში სოციალურ საწარმო „მენდეს“ ესტუმრა

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა
22 ივლისი 2026

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
22 ივლისი 2026

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 
21 ივლისი 2026

გიორგი გაბუნია და გრეტა წიწავა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის VI საერთაშორისო ფესტივალს დაესწრნენ 

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R